ავტორი:

"უკვე ერთი თვეა ჩამოვედი. ვეძებ სამსახურს, სადაც მექნება ისეთი ხელფასი, რომ... " - რას წერს "საბას" ლაურეატი ახალგაზრდა მწერალი, რომელიც ემიგრაციიდან რამდენიმე თვეში დაბრუნდა

"უკვე ერთი თვეა ჩამოვედი. ვეძებ სამსახურს, სადაც მექნება ისეთი ხელფასი, რომ... " - რას წერს "საბას" ლაურეატი ახალგაზრდა მწერალი, რომელიც ემიგრაციიდან რამდენიმე თვეში დაბრუნდა

ახალგაზრდა მწერალი, "საბას" ლაურეატი თემო რეხვიაშვილი საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. დაახლოებით 4 თვის წინ, როდესაც მან "საბას" პრიზი მიიღო, დაჯილდოებს ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ იძულებული იყო საქართველო დაეტოვებინა. ამის მიზეზად არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები დაასახელა. როგორც ჩანს, მას გულმა ისევ სამშობლოსკენ გამოუწია.

"მეგობრებო, უკვე ერთი თვეა ჩამოვედი. ვეძებ ისეთ სამსახურს, სადაც მექნება ისეთი ხელფასი, რომ იპოთეკური სესხის გამოტანა და მერე დაფარვა მოვახერხო. თუ ვინმეს სადმე რამე გეგულებათ ან მომავალში რამე გაიგოთ, მითხარით. ჩემი პროფესიის გამოყენებით, ვფიქრობ, რომ შევძლებ ტელევიზიაში მუშაობას, რომელიმე გადაცემის ან რუბრიკის წაყვანას, ზოგადად ფილმებში ან სერიალებშიც ვითამაშებდი, უბრალოდ, როგორც ვხვდები კასტინგ მენეჯერების მხედველობის არეში დიდად არ ვჩანვარ. (ეს შეიძლება გარკვეულწილად ჩემი ბრალიცაა). ასევე ისეთ შემოთავაზებასაც განვიხილავ, რომელიც პირდაპირ ან ირიბად არ უკავშირდება ჩემს პროფესიას. თუ საჭიროა, ადვილად ვითვისებ სხვადასხვა რამეს. მიმუშავია კურიერად, ანიმატორად, მეშაურმედ, ბარმენად, გამნათებლად, გაზეთების გამყიდველად და მომსახურების სფეროს სხვა პოზიციებზეც. უბრალოდ, ახლა უფრო მაღალშემოსავლიანს და/ან ისეთ სამსახურს ვეძებ, რომელიც ჩემს თეატრში ყოფნას მთლად არ გამორიცხავს. მოკლედ, თუ რამეა, აქ ვარ" - წერს თემო რეხვიაშვილი.

ასევე იხილეთ: