Impreza Concept - კომპანია Subaru-ს სიახლე

Impreza Concept  - კომპანია Subaru-ს სიახლე

ლოს-ანჟელესის საერთაშორისო ავტო-სალონზე კომპანიამ Subaru მოდური კონცეპტი წარმოადგინა სახელწოდებით Impreza Concept. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ავტომობილის დიზაინი საფუძვლად დაედოს მომავალი თაობის "იმპრეზას" მოდელებს.

ამჟამინდელ "იმპრეზასთან" შედარებით, ეს კონცეპტი გაბარიტებითაც გამორჩეულია. სიახლე უფრო განიერი და დაბალი გამოდგა. გარეგნულად ავტომობილი ოთხკარიან კუპეს ჰგავს. მას შეცვლილი აქვს წინა ხედიც: ექვსკუთხიანი რადიატორის ცხაური, სავარაუდოდ, სუბარუს მომავალი თაობის მოდელებზე საფირმო ელემენტი გახდება. ერთ-ერთი მოდელი, რომელიც მსგავს ცხაურს უახლოეს მომავალში მოირგებს, მომავალი თაობის Lagacy იქნება.

გარდა ამისა, კონცეპტი წვრილი წინა ოპტიკითა და სათვლე ჩარჩოებით გამოირჩევა, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ ავტომობილი სრული აძვრისაა. ავტომობილის საკეცის ქვეშ მოთავსებულია ახალი ორლიტრიანი ოპოზიტური მოტორი Boxer, რომელიც დაწყვილებულია უსაფეხურო ვარიატორთან Lineartronic CVT. Impreza Concept-ის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)