ავტორი:

ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე, მისი ანდერძის თანახმად, დედის და მეუღლის გვერდით დაკრძალეს - "მე ვიცხოვრე ლამაზი, ბედნიერი ცხოვრებით"

ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე, მისი ანდერძის თანახმად, დედის და მეუღლის გვერდით დაკრძალეს - "მე ვიცხოვრე ლამაზი, ბედნიერი ცხოვრებით"

სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ხელოვანი მისი ანდერძის თანახმად, ოჯახის წევრების - დედის და მეუღლის გვერდით დაასაფლავეს.

სამოქალაქო პანაშვიდი ჯერ ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა, რის შემდეგ ხელოვანი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გადაასვენეს, საიდანაც უკანასკნელ გზაზე მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა უწყვეტი აპლოდისმენტებით გააცილეს.

ისმოდა შეძახილები "ბუბა, ბუბა”. დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, მათ შორის უკრაინიდან.

სამოქალაქო პანაშვიდზე სამძიმრის წერილი გამოგზავნა კათოლიკოს - პატრიარქმა, ილია მეორემ. სამძიმრის წერილი გამოგზავნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის შინაარსი საზოგადოებას უკრაინის კულტურის მინისტრმა პანაშვიდზე გააცნო.

ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში სიკვდილზეც ისაუბრა და ბრძანა:

"სამი დღის წინ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. დავწექი და ვუთხარი: "უფალო, წამიყვანე, როგორ, არ მაინტერესებს“. ერთი თირკმელი არ მუშაობს. ჰემოდიალიზს ვიკეთებ, ეს ხდება კვირაში სამჯერ, ოთხი საათის განმავლობაში. ასუფთავებენ სისხლს, მერე თრომბებიც ჩნდება. მეგონა რომ მოვმკვდარიყავი, უფრო ადვილი იქნებოდა. ჩემი დადებითი თვისება ისაა, რომ სიკვდილის არ მეშინია. მე ვიცხოვრე ლამაზი, ბედნიერი ცხოვრებით. ხანდახან ეკლესიაში დავდივარ, იქ სიწყნარეა... სანთელს ვანთებ...“ იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: