ალექსანდრე რონდელი - ამერიკელ დიპლომატებთან საუბარი შესაძლოა, აღარავინ ისურვოს

ალექსანდრე რონდელი - ამერიკელ დიპლომატებთან საუბარი შესაძლოა, აღარავინ ისურვოს

საიტ "wikileaks.org"-ის მიერ კონფიდენციალური მასალების გამოქვეყნების შემდეგ, შესაძლოა, ამერიკელ დიპლომატებთან საუბარი აღარავინ ისურვოს. ამგვარი პროგნოზი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა, პოლიტოლოგმა ალექსანდრე რონდელმა გააკეთა.

"პრობლემა ის არის, რომ ამ მასალებში დასახელებულია ამერიკელებთან ამა თუ იმ პირის მოლაპარაკებების დეტალები. ამის შემდეგ კი, ამერიკელ დიპლომატებს აღარავინ დაელაპარაკება, რადგან იფიქრებს, რომ მეორე დღეს მისი ნათქვამი გამოქვეყნდება. ეს არის დიდი მარცხი და იმ ხალხის სისუსტე, რომელმაც ამ ინფორმაციის გაჟონვა დაუშვა. ეს, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ სხვა ქვეყნების ხელისუფლებისთვისაც, რადგან მიღებულია, რომ ამგვარი საუბრები არ იბეჭდება. ეს ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული, დამანგრეველი შედეგის მომტანი ინფორმაცია ამ მასალებში არ არის", - განაცხადა რონდელმა.

მან აქვე განმარტა, რომ არსებობს დოკუმენტების გასაიდუმლოების სხვადასხვა დონე, მათ შორის "კონფიდენციალური", როგორი დოკუმენტებიც გამოაქვეყნა "wikileaks.org"-მა.

"იქ რაც წერია, არის კონფიდენციალური, ანუ საიდუმლო, მაგრამ არა ისეთი მასალა, რომლის გახმაურებაც წარმოადგენს უშუალო საფრთხეს შეერთებული შტატების ან სხვა ქვეყნებისთვის. ამგვარი დოკუმენტების გარდა კიდევ არსებობს საიდუმლო ან ტოპსაიდუმლო დოკუმენტები და ამგვარი მასალები ამ საიტს არ გამოუქვეყნებია", - აღნიშნა ალექსანდრე რონდელმა.

საიტმა "wikileaks.org"-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე ათასი კონფიდენციალური დოკუმენტი გამოაქვეყნა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე