ავტორი:

"საგარეჯოში დაჭრილებს ესაჭიროებათ სისხლი დიდი რაოდენობით... გთხოვთ, მობრძანდეთ და გვერდში დავუდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებს" - "სისხლის ბანკის" განცხადება

"საგარეჯოში დაჭრილებს ესაჭიროებათ სისხლი დიდი რაოდენობით... გთხოვთ, მობრძანდეთ და გვერდში დავუდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებს" - "სისხლის ბანკის" განცხადება

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილ პირებს სისხლის გადასხმა სჭირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას "ნ.კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკი" ავრცელებს.

"ძვირფასო მეგობრებო! უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს საგარეჯოში. დაჭრილებს ესაჭიროებათ სისხლი დიდი რაოდენობით. ჩვენი ბანკი გადადის მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე. ვიმუშავებთ შაბათს და კვირას. გთხოვთ მობრძანდეთ და გვერდში დავუდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებს" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 იანვარს, გვიან ღამით, საგარეჯოში ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, საიდანაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა ცეცხლი გახსნა.

გარდაცვლილები არიან, დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და ოთარ ღვინაშვილი.

რაც შეეხება დაჭრილებს - 5 ადამიანიდან, ოთხის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ერთი, 21 წლის ბიჭი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან 1974 წელს დაბადებულმა ნოდარ ათუაშვილმა გაისროლა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

ასევე იხილეთ: