ავტორი:

"გაიცანით მეგობრებო! ეს ბიჭი მივიდა ტყვიების წვიმაში და სამი დაჭრილი გადაარჩინა სიკვდილს!" - რას წერენ საგარეჯოს ტრაგედიის კიდევ ერთ გმირზე?

"გაიცანით მეგობრებო! ეს ბიჭი მივიდა ტყვიების წვიმაში და სამი დაჭრილი გადაარჩინა სიკვდილს!" - რას წერენ საგარეჯოს ტრაგედიის კიდევ ერთ გმირზე?

ტრაგედია დატრიალდა 19 იანვარს საგარეჯოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, საიდანაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა ცეცხლი გახსნა.

გარდაცვლილები არიან, დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და ოთარ ღვინაშვილი. რაც შეეხება დაჭრილებს - 5 ადამიანიდან, ოთხის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ერთი, 21 წლის ბიჭი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან 1974 წელს დაბადებულმა ნოდარ ათუაშვილმა გაისროლა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

მომხდარ ამბავს დამნაშავესთან ერთად ჰყავს თავისი გმირები. მათ შორის არიან ექიმები, პოლიციელები და მოქალაქეები, რომლებიც სროლის მომენტშიც კი დაჭრილების დახმარებას ცდილობდნენ. ერთი-ერთ ასეთია გიორგი არიშვილი.

"გაიცანით, მეგობრებო!!! ეს ბიჭი მივიდა ტყვიების წვიმაში და სამი დაჭრილი გადაარჩინა სიკვდილს!!! ვამაყობ, გიო, შენით!!! გმირი ხარ, გმირი!!! უფალმა უმრავლოს შენნაირი ხალხი სამშობლოს" - წერენ გიორგის შესახებ.

ნახეთ ასევე: