ავტორი:

"ვიცი და ვგრძნობ, რომ ჩემს სხეულში ორი გული ერთნაირად ძგერს... ეს ჯადოსნურია" - ნათია თოდუა ბავშვს ელოდება (ფოტოები)

"ვიცი და ვგრძნობ, რომ ჩემს სხეულში ორი გული ერთნაირად ძგერს... ეს ჯადოსნურია" - ნათია თოდუა ბავშვს ელოდება (ფოტოები)

მომღერალი ნათია თოდუა ორსულადაა. სასიამოვნო ამბავი ნათიამ ათასობით გულშემატკივარს "ფეისბუქის" საშუალებით გაუზიარა. ის წერს, რომ 34 კვირის ორსულია.

"არ ვიცი როგორ აღვწერო ორსულობა, მაგრამ ვიცი და ვგრძნობ, რომ ჩემს სხეულში ორი გული ერთნაირად ძგერს... ეს ჯადოსნურია", - წერს ნათია თოდუა "ფეისბუქზე" და ფოტოებსაც აქვეყნებს.

მოღერალი ნათია თოდუა გასულ წელს დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბიშვილია. წყვილმა ჯვარი ბოდბეში წმინდა ნინოს მონასტერში დაიწერა. ქორწილი, კახეთში, შატო ბუერაში გადაიხადა. წვეულებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.