ავტორი:

"ჩემი შვილის ქუდი გადმომცა მეომარმა, რომელიც მის მანქანაში დარჩენია" - რას წერს არჩილ ხოფერია, რომელიც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა

"ჩემი შვილის ქუდი გადმომცა მეომარმა, რომელიც მის მანქანაში დარჩენია" - რას წერს არჩილ ხოფერია, რომელიც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა

უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მეომრის, ჯამბულატ (ჯაბა) ხოფერიას მამა, ვეტერანი მეომარი არჩილ ხოფერია რამდენიმე დღის წინ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა.

"შემდეგი კომენტარი ალბათ იმ ვიწრო ზოლიდან იქნება სადაც ახლა თვით ღმერთმა მიმავლინა ყველაზე დიდ ჯოჯოხეთთან საბრძოლველად..." - დაწერა რამდენიმე დღის წინ არჩილ ხოფერიამ.

დაღუპული მეომრის მამა, რომელიც ამჟამად ხერსონთან იბრძვის, ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ერთ-ერთიმა იქაუმრა მებრძოლმა მისი შვილის, ჯამბულატის ქუდი გადასცა.

"ჩემი შვილის ქუდი გადმომცა მეომარმა, რომელიც მას ხერსონთან შეხვდა ჯერ კიდევ და მის მანქანაში დარჩენია.." - წერს არჩილ ხოფერია.

ცნობისთვის, 25 წლის ჯამბულატ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში გაემგზავრა. ის საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და 1-ელ დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნახეთ ასევე: