ავტორი:

"ექიმმა გადაწყვიტა, რეანიმაციაში გადაეყვანათ, მაგრამ ჩარევა მოხდა პენიტენციური სისტემიდან და..." - რას ამბობს გიული ალასანია კოვიდინფიცირებულ სააკაშვილზე?

"ექიმმა გადაწყვიტა, რეანიმაციაში გადაეყვანათ, მაგრამ ჩარევა მოხდა პენიტენციური სისტემიდან და..." - რას ამბობს გიული ალასანია კოვიდინფიცირებულ სააკაშვილზე?

გიული ალასანიას ინფორმაციით, მკურნალმა ექიმმა კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა გადაწყვიტა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა.

  • როგორც ექსპრეზიდენტის დედა ამბობს, მისთვის გაუგებარია, ვისგან გადაედო მიხეილ სააკაშვილს კოვიდი, რადგან მასთან ყველანაირი წესების დაცვით ხდებოდა მნახველების შეშვება.

"მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტა, რომ რეანიმაციაში გადაეყვანათ, მაგრამ როგორც ჩანს ჩარევა მოხდა პენიტენციური სისტემიდან და ტოვებენ პალატაში. ის არ არის ჩვეულებრივი ავადმყოფი, მძიმე ავადმყოფია, ყოველდღე გონებას კარგავს.

მე მასთან ყოველთვის შეფუთული და პირბადით შევდიოდი და გარდა ამისა, კოვიდი არც მქონია. ბოლო დროს ისედაც აღარავის აღარ უშვებდნენ, შვილებსაც კი. არ ვიცი ვისგან შეიძლებოდა გადასდებოდა. ადვოკატები შედიოდნენ ჩემს შვილთან, მაგრამ კორონავირუსი მათგან არავის ჰქონია" - ამბობს გიული ალასანია "ტვ პირველთან" საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ადვოკატის თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს.