ავტორი:

"აშშ მზადაა, უკრაინას Abrams-ის ტანკები გადასცეს" - რას წერს მედია

"აშშ მზადაა, უკრაინას Abrams-ის ტანკები გადასცეს" - რას წერს მედია

შეერთებული შტატები მზად არის დაიწყოს პროცესი, რომელიც უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტანკების გაგზავნას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

Associated Press-ის ცნობით, ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ უკრაინაში 30-ზე მეტ ტანკს გაგზავნის, სავარაუდოდ, ოთხშაბათს გაკეთდება.

მანამდე, გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გადასცემს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება და რომ მან დაინახა ბევრი ძალისხმევა, სიტყვები და დაპირებები ტანკებთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია რეალობის დანახვა.

"ეს არ ეხება 5, 10, ან 15 ტანკს. საჭიროება უფრო დიდია. ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა დეფიციტის შესავსებად და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამაში გვერდში გვიდგას. თუმცა, დისკუსიები გადაწყვეტილებებით უნდა დასრულდეს. ტერორისტების წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის რეალური გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებებით. მოკავშირეებს აქვთ ტანკების საჭირო რაოდენობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ: