ახალგორის სკოლაში ცხინვალის რეჟიმმა მილიციის თანამშრომლები შეიყვანა

ახალგორის სკოლაში ცხინვალის რეჟიმმა მილიციის თანამშრომლები შეიყვანა

ახალგორის სკოლაში ცხინვალის რეჟიმმა მილიციის თანამშრომლები შეიყვანა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგორის მოსახლეობამ აცნობა.

"სკოლის შესასვლელებში მილიციელები ჩააყენეს, რომ ბავშვები გაკვეთილებიდან დროზე ადრე არ წავიდნენ. სკოლაში მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე დადის. ამის მიზეზი ის არის, რომ მათი უმეტესობა სიცივის გამო ავად არიან, ნაწილს კი მშობლები არ უშვებენ სკოლაში, ისევ და ისევ სიცივის გამო", - განაცხადეს ახალგორელებმა.

მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე არ ხერხდება სკოლის შენობაში გათბობის დაზიანებული სისტემის შეკეთება.

"გვითხრეს, რომ ნაწილი, რომლის დაზიანების გამოც გათბობის სისტემა არ მუშაობს, მხოლოდ მოსკოვში იყიდება. აპირებენ თუ არა ამ ნაწილის შეძენას და პრობლემის მოგვარებას, არ ვიცით. მხოლოდ ის ვიცით, რომ ადმინისტრაციის უფროსი ალან ჯუსოევი თითქმის სამი კვირის განმავლობაში მოსკოვში იმყოფებოდა", - განაცხადეს ახალგორელებმა.

მათივე ინფორმაციით, სკოლის მასწავლებლებს უკვე სამი თვეა, ხელფასი არ მიუღიათ.

ახალგორის ქართულ და რუსულ სკოლებში, რომლებიც ერთ შენობაშია განთავსებული, სიცივის გამო სასწავლო პროცესი გუშინ ჩაიშალა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?