ავტორი:

"ვნანობ, რომ თავის დროზე შს მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე" - სააკაშვილი მერაბიშვილზე

"ვნანობ, რომ თავის დროზე შს მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე" - სააკაშვილი მერაბიშვილზე

ჩემი პრეზიდენტობის დროს იყო სამწუხარო ინციდენტებიც, როგორიცაა სანდრო გირგვლიანის შემთხვევა - ვნანობ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილმა ისაუბრა მისი პრეზიდენტობის პერიოდზე:

"2004 წელს საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, სადაც ინსტიტუტები არ ფუნქციონირებდა. მაგრამ ჩემი პრეზიდენტობის დროს მთლიანი შიდა პროდუქტი ოთხჯერ გაიზარდა, კორუფცია თითქმის მთლიანად გაქრა და ჩვენ დავიწყეთ ევროინტეგრაცია.

რა თქმა უნდა, იყო სამწუხარო ინციდენტებიც, როგორიცაა ბანკირი სანდრო გირგვლიანის შემთხვევა, და რომელიც მიკერძოებულად იყო მოხსენებული. რეტროსპექტივაში, ვნანობ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე”, - თქვა სააკაშვილმა.