ავტორი:

"ვინც პირდაპირ, ან ირიბად მონაწილეობდა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში, ყველა დამნაშავეა" - გია ხუხაშვილი

"ვინც პირდაპირ, ან ირიბად მონაწილეობდა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში, ყველა დამნაშავეა" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს, რომ ყველა, ვინც პირდაპირ, ან ირიბად მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნებაში, არწმუნებდა, დამნაშავეა.

ამის შესახებ ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ვინც პირდაპირ, ან ირიბად მონაწილეობდა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში, მათ შორის, არწმუნებდა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ყველა დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, ამას შეგნებულად აკეთებდა, თუ სიბრიყვით. სიბრიყვე, რასაც მძიმე შედეგები მოყვება, პოლიტიკაში პრაქტიკულად იგივე სიმძიმის დანაშაულია, როგორიც ღალატი…" - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მისმა წინამორბედმა დიმიტრი მედვედევმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა მხოლოდ მისი ფიზიკურად განადგურების, არამედ საქართველოში დაკავებისა და გასამართლების ბრძანება გასცეს.

“რუსეთის გარდა მსოფლიოში სხვა არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები ან განაჩენები. საქართველოში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ დრო იყო ცუდი - ასე ახლოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე. გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ...

სიმართლე გითხრათ, ჩემი დაბადების ქვეყანა დიდი ხანია, რაც პუტინის ფარული მოკავშირე გახდა”, - ამბობს სააკაშვილი.