ავტორი:

ელვის პრესლის ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა წონაში დასაკლები მედიკამენტები გახდა - მან ექვს კვირაში 22 კილოგრამი დაიკლო

ელვის პრესლის ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა წონაში დასაკლები მედიკამენტები გახდა -  მან ექვს კვირაში 22 კილოგრამი დაიკლო

ელვის პრესლის ქალიშვილმა და მაიკლ ჯექსონის პირველმა მეუღლემ, ლიზა მარი პრესლიმ, რომელიც 13 იანვარს გარდაიცვალა, სიკვდილამდე წონაში დასაკლები წამლები მიიღო. ამის შესახებ TMZ პრესლის ოჯახთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

დაზუსტებულია, რომ პრესლიმ წონაში დაიკლო "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებამდე, სადაც მამამისის შესახებ ფილმი აჩვენეს. ლიზას სურდა, რომ წითელ ხალიჩაზე მომხიბვლელად გამოჩენილიყო. ქალმა გადაწყვიტა წონაში დასაკლები მედიკამენტები მიეღო, რის შედეგადაც ექვს კვირაში 22 კილოგრამამდე დაიკლო. რა სახის მედიკამენტებს იღებდა პრესლი, უცნობია: ცნობილია მხოლოდ ის, რომ ოპიოიდები იყო.

"ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე 54 წლის პრესლი დაღლილი და დაბნეული ჩანდა, გაჭირვებით დადიოდა. ერთ-ერთ ვიდეოზე ჩანს, როგორ მიუბრუნდა თავის მეგობარს ჯერი შილინგს და სთხოვა დახმარებოდა.

ექსპერტებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ლიზას გარეგნობითა და ქცევით შესამჩნევი იყო, რომ ის თითქოს გარკვეული ტიპის ნარკოტიკებს იყენებდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ გარდაცვალების დღეს იგი მუცლის ტკივილს უჩიოდა.

მრავალი წლის განმავლობაში ლიზა მარი პრესლი ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე იყო დამოკიდებული: ახალგაზრდობაში ნარკოტიკებს იღებდა. მათთან ბრძოლა 2013 წლის შემდეგ დაიწყო და რამდენჯერმე გაიარა რეაბილიტაცია. პრესლისთან დაახლოებულ პირებს ეშინოდათ, რომ მისი ვაჟის, ბენჯამინის თვითმკვლელობის შემდეგ, თავადაც არ ეცადა სუიციდი.

ბენჯამინთან ერთად...

ლიზა მარი პრესლის სამი ქალიშვილი დარჩა.

იხილეთ ასევე:

ელვის პრესლის ერთადერთი შვილი, ლიზა მარია 54 წლის ასაკში გარდაიცვალა - სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება: სხვა დეტალები ჯერ არ ხმაურდება