ავტორი:

"ის ჩვენთვის ტერორისტია" - ყურანის დაწვის გამო, UFC-ის ჩეჩენი მებრძოლი, ხამზატ ჩიმაევი შვედ პოლიტიკოსს უპირისპირდება

"ის ჩვენთვის ტერორისტია" - ყურანის დაწვის გამო, UFC-ის ჩეჩენი მებრძოლი, ხამზატ ჩიმაევი შვედ პოლიტიკოსს უპირისპირდება

შვედმა პოლიტიკოსმა რასმუს პალუდანმა UFC-ის მებრძოლს, ხამზატ ჩიმაევს უპასუხა, რომელმაც პოლიტიკოსს სტოკჰოლმში ყურანის დაწვის გამო, ტერორისტი უწოდა.

  • "ყურანი იწვის. ეს ჩეჩენი მებრძოლის ხამზატ ჩიმაევის და ასევე, ჩეჩნეთის ლიდერის ბრალია. მათ რომ წესიერად მოქცევა ისწავლონ, არ იქნებოდა რუსეთის საელჩოსთან ყურანის დაწვის საჭიროება.

არის ერთი ჩეჩენი, რომელსაც ხამზატი ჰქვია, რომელიც, როგორც ჩანს, ახლა შვედეთში ჭიდაობით არის დაკავებული, მისი სამშობლო - ჩეჩნეთია. მან მე შეურაცხყოფა მომაყენა. ხამზატი შვედი არ არის. ის ჩეჩენია. ძალიან უჭირს ხასიათის კონტროლი. ის ხშირად ბრაზობს, როგორც პატარა გოგონა“, - განაცხადა პალუდანმა.

რასმუს პალუდანი

  • ცნობისთვის, 21 იანვარს შვედეთში თურქეთის საელჩოსთან ულტრამემარჯვენე პარტიის, "მტკიცე კურსის“ აქცია ჩატარდა, რის დროსაც რასმუს პალუდანმა ყურანი საჯაროდ დაწვა. ხამზატ ჩიმაევი კი მომხდარს ასე გამოეხმაურა.

"ის, რასმუს პალუდანი, ჩვენთვის ტერორისტია. მე მუსულმანი ვარ, მაგრამ სხვისი რელიგიის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ, არასდროს მიმიცია საკუთარი თავისთვის იმის უფლება, რასაც რასმუსი აკეთებს.

ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ. ძმებს გვეძახით და ცოტა პატივისცემით მოგვექეცით. რატომ აძლევთ მას ამის უფლებას?!“ - შვედურ ენაზე მიმართა ადგილობრივებს ჩიმაევმა.

ავტორი: ანრი კურტანიძე