ავტორი:

"ბატონო შალვა, თქვენ ჩემს კაბინეტში შემოხვედით და მითხარით: მიშა ბინძურია, ყარს და მეზიზღებაო" - ნინო ნადირაძე ხაჭაპურიძეს

"ბატონო შალვა, თქვენ ჩემს კაბინეტში შემოხვედით და მითხარით: მიშა ბინძურია, ყარს და მეზიზღებაო" - ნინო ნადირაძე ხაჭაპურიძეს

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებულ პროცესზე, მოწმის სახით კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის დაკითხვას ხმაური მოჰყვა.

  • ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატების მხრიდან ნინო ნადირაძის მიმართ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების ნაწილში დასმული კითხვების საპასუხოდ ნადირაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ აღნიშნული კითხვები მისთვის არ უნდა დაესვათ, რასაც ადვოკატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

"თქვენ აბა ჩემს ჩაცმა-დახურვაზე სასაუბროდ მოხვედით დღეს აქ, თუ რაზე ხართ აქ მოსული?! ავადმყოფობის ისტორია არ ვიციო, წამალი არ ვიციო, კაცი მოკვდა არ ვიციო“, - მიმართა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ნინო ნადირაძეს.

თავის მხრივ, ნინო ნადირაძემ აღნიშნა, რომ ის კითხვებს მხოლოდ მისი კომპეტენციის ფარგლებში უპასუხებს და ყველაფერი კანონის მიხედვით უნდა იყოს.

"ბატონო შალვა, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ჩემს კაბინეტში შემოხვედით და მითხარით: მიშა ბინძურია, ყარს და მეზიზღებაო. მე არ ვჭორაობ, ციტირებას ვახდენ და გახვედით და ილაპარაკეთ გვამური ლაქები აქვსო. ტელევიზიით რაზე ვუპასუხე, რაც შორდებოდა ჩემს კომპეტენციის ზღვარს?!

ეს თქვენთან არის, ფსიქიატრი რომ პროქტოლოგიაზე ლაპარაკობს, გასტროენტეროლოგი ფსიქიატრიაზე და ყველაფერი არეული რომ გაქვთ. ყველაფერი უნდა იყოს კანონის მიხედვით. კარდიოლოგი კარდიოლოგიაზე უნდა ლაპარაკობდეს, დირექტორი სამენეჯმენტო საქმეზე და პროქტოლოგი პროქტოლოგიაზე“, - მიმართა ნინო ნადირაძემ შალვა ხაჭაპურიძემ.

ნახეთ ასევე: