ავტორი:

"ბატონი მიხეილი იქნება კარგად, თავის ყველა მეუღლესთან ერთად... მე კი  დავრჩები მეუღლის გარეშე..." - რას ამბობს ნინო ნადირაძე სკანდალური სასამართლო სხდომის შემდეგ?

"ბატონი მიხეილი იქნება კარგად, თავის ყველა მეუღლესთან ერთად... მე კი  დავრჩები მეუღლის გარეშე..." - რას ამბობს ნინო ნადირაძე სკანდალური სასამართლო სხდომის შემდეგ?

რამდენიმე დღის წინ, ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთ მოწმედ, კლინიკა "ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა. დაკითხვა ხმაურიანი აღმოჩნდა. ნადირაძე "იმედი LIVE“-ში სტუმრობისას ამბობს, რომ გული სტკივა პაციენტის გამო, რადგან ხალხი დადარაჯებულია, როდის გაუარესდება მისი მდგომარეობა და უხარიათ...

ნინო ნადირაძე:

"მე ღიად ვისაუბრე სასამართლოზე და სხვა მოწმეებისგან განსხვავებით ტელეფონიც არ მედო მაგიდაზე, რომ ჩამეხედა, რა მეპასუხა. საწყენია, რომ ასეთ არაკვალიფიციურ ადვოკატებზე გააკეთა არჩევანი. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და მე ვურჩიე, რომ ადვოკატებად სხვები აეყვანა. ის კითხვები, რაც მათ ჰქონდათ, თუ მართლა აინტერესებდათ, მისი მკურნალი ექიმი უნდა გამოეძახებინათ. ძალიან უსუსური კითხვები იყო, არამიზნობრივი. ჩემს მიმართ სულ სხვა კითხვები უნდა დაესვათ. მე მათგან მეტს ველოდი.

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა "პალიტრანიუსთან" განაცხადა, რომ, "ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის უსასტიკესი ექიმის იოზეფ მენგელეს სტილი გამოიყენა და ცინიკურად სცადა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა მთლიანად კვების რეჟიმისთვის გადაებრალებინა.

ამაზე ნადირაძემ ეთერში განაცხადა:

"დიმიტრი შაშკინი ჩემი დის კურსელი იყო, მარტო იდგა კუთხეში, მოაკითხავდა მამამისის "ტრიცეტაძინი,“ ჩასვამდნენ და წაიყვანდნენ. მას მეგობარიც კი არ ჰყავდა, მას თავისი გასაჭირი ეყოფა და არა ის, რომ მე მიწოდებდნენ...

ფაქტია, რომ ეს ადამიანი 9 თვე ჩვენთან არის და ყველაფერს ვაკეთებთ მისი ჯანმრთელობისთვის. გული მტკივა ჩემი პაციენტის გამო. როდესაც მე მისი ნებისმიერი პარამეტრის ცვლილებაზე ძალიან ავადმყოფური განცდა მაქვს, ეს ხალხი გვდარაჯობს, როდის გაუარესდება. ასეთი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. ჩემს ცხოვრებაში ასეთიც მოხდა, როდესაც პაციენტის ცუდად ყოფნა ხალხს უხარია...

მე არ მყავს ავტორიტეტები. ჩემი ერთადერთი ავტორიტეტია ღმერთი და სიმართლე. ერთგანაც მართალი ვარ და მეორეგანაც მართალი ვარ. დანარჩენი არც ვინმეს თანამდებობა მაინტერესებს და არც ვინმეს "პაგონები..."

მე არავის კარნახით ვმოქმედებ. 9 თვე თუ 8 თვეა პროცესს მართავ, შენ რომ გაგაღვიძონ ძილში, ყველასთვის უნდა გქონდეს კითხვა. კონკრეტულად ნინო ნადირაძისთვის, კონკრეტულად თამარა დავარაშვილისთვის, სრულიად მოუმზადებლები იყვნენ. და მე მეწყინა. მე მიხარია, როცა ღირსეული მოწინააღმდეგე მხვდება. იქ (სასამართლოზე - რედ.) რაღაცა სხვას ველოდი, იმედი გამიცრუვდა. სხვას ველოდი, შემტევი, საქმის მცოდნე, ისეთი კირკიტა ადვოკატები რომ დამხვედროდნენ, ჩემთვის ეს გამოწვევა იქნებოდა.

ჩემი პროგნოზი ასეთია, ახლა ამაზეც მეტყვიან, რომ ხუმრობაში ვატარებ. ბატონი მიხეილი იქნება კარგად, თავის ყველა მეუღლესთან ერთად, საზოგადოებაც იქნება ბედნიერად, მე კი დავრჩები მეუღლის გარეშე, იმიტომ რომ გუგამ გამომიცხადა, მე ცოლი დავკარგეო და სავარაუდოდ, ის მიმატოვებს. და აი, 50 წლის ქალი დავრჩები უქმროდ", - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

იხილეთ ასევე: