ავტორი:

"შრომით ხელშეკრულებას გამოგიგზავნი ფოსტით, ან შემოირბინე, ხშირად დარბიხარ ხოლმე ჩვენს საპირფარეშოში" - ნინო ნადირაძე შალვა ხაჭაპურიძეს მიმართავს

"შრომით ხელშეკრულებას გამოგიგზავნი ფოსტით, ან შემოირბინე, ხშირად დარბიხარ ხოლმე ჩვენს საპირფარეშოში" - ნინო ნადირაძე შალვა ხაჭაპურიძეს მიმართავს

"ბოლო 10 წლის განმავლობაში ნინო ნადირაძე არ ფიქსირდება კლინიკა "ვივამედში“ არანაირ თანამშრომლად, მითუმეტეს, დირექტორად" - ეს განცხადება შალვა ხაჭაპურიძემ "ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის მისამართით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გააკეთა. სააკაშვილის ადვოკატის თქმით, ნინო ნადირაძის კავშირი შპს "ვივამედთან“ წერილობითი სახის მტკიცებულებით არ დასტურდება.

ხაჭაპურიძის განცხადებას, ნადირაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. "ვივამედის“ დირექტორი ხაჭაპურიძეს კლინიკაში იწვევს შრომითი ხელშეკრულების სანახავად.

ნინო ნადირაძე:

- კი შალვა, არც რეანიმაცია არ გვაქვს, ხელფასსაც ისე ვიღებ და, ალბათ, გერჩივნა, საერთოდაც არ დავბადებულიყავი, მაგრამ, რას იზამ გავჩნდი, ეს ოხერი. ჩემს შრომით ხელშეკრულებას გამოგიგზავნი ფოსტით, ან შემოირბინე ადმინისტრაციაში, ხშირად დარბიხარ ხოლმე ჩვენს საპირფარეშოში.

როდესმე სიმართლეს ამბობ ხოლმე?.

იხილეთ ასევე: