ავტორი:

"თქვენი ხელები სისხლით არის შეღებილი, მკვლელებო" - სილამაზის კონკურსში "მისის სამყარო 2022" რუსეთის წარმომადგენლის გამარჯვება სკანდალად იქცა

"თქვენი ხელები სისხლით არის შეღებილი, მკვლელებო" -  სილამაზის კონკურსში "მისის სამყარო 2022" რუსეთის წარმომადგენლის გამარჯვება სკანდალად იქცა

6 თებერვალს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სილამაზის კონკურსი "მისის სამყარო 2022“ ჩატარდა, რომელშიც დაოჯახებული ქალები მონაწილეობენ. გამარჯვება რუსეთის წარმომადგენელმა - 34 წლის ელენა მაქსიმოვამ მოიპოვა. სოციალურ ქსელში რუსის გამარჯვებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები წერენ, რომ ტერორისტული სახელმწიფო დააჯილდოვეს.

"მაშინ, როდესაც რუსი ანა ლინიკოვა "მის სამყარო 2022“-დან შეშინებული დაბრუნდა, ბულგარეთში რუსეთის წარმომადგენელს გვირგვინი დაადგეს, ეს იმ დროს, როდესაც ეს ქვეყანა ყოველდღიურად ბომბავს უკრაინას", - წერს უკრაინული მედია.

"მისის სამყარო 2022“-ზე, სულ 120 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ: ჩინეთიდან, ტაილანდიდან, ფილიპინებიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან.

34 წლის ელენა მაქსიმოვა ქალაქ იჟევსკში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა "მისის სამყაროზე“ გამარჯვება რუს კონკურსანტს ხვდა წილად. რუსული დელეგაცია აღნიშნავს, რომ ბულგარეთში მათ ნორმალურად ექცეოდნენ. მაშინ, როცა ანა ლინიკოვამ განაცხადა, რომ "მის მსოფლიოს“ კონკურსზე მასთან ურთიერთობას კონკურსანტები გაურბოდნენ.

"ყველა ქვეყანა დადებითად გამოეხმაურა ჩვენს დელეგაციას. ეს ჩვენთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია,“ - წერენ გახარებული რუსები.

ამ გამარჯვებას სოციალურ ქსელში უამრავი კრიტიკული კომენტარი მოჰყვა, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  • "რუსის მამა სხვებზე მდიდარი აღმოჩნდა?"
  • "რაღაც ვერ გავიგე, ეს როგორ მოხდა დღევანდელ ვითარებაში? როგორ დაუშვა ცივილიზებულმა სამყარომ?"
  • "რატომ გამოდიან რუსი ქალები ჯერ კიდევ მსოფლიო კონკურსებზე? რუსეთის ფედერაციას სჭირდება იზოლირება მთელი მსოფლიოსგან! თქვენი ხელები სისხლით არის შეღებილი, მკვლელებო".
  • "მისი ქვეყანა ყოველდღე ბომბავს უკრაინის ქალაქებს. ჯარისკაცების, ბავშვების, ქალების სისხლი იღვრება. ჭკუა არ გაქვთ?"
  • "მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი გააჩაღა, მისი მოქალაქეები უნდა მოკვეთონ მთელი ცივილიზებული სამყაროდან. ისინი ყველასგან გარიყულები უნდა იყვნენ".

  • ვინ წარმოადგენდა უკრაინას "მისის სამყარო 2022-ზე“

საინტერესოა, რომ "მისის სამყარო 2022-ზე“ უკრაინას ერთდროულად ხუთი ქალი წარმოადგენდა: ნატალია ივანოვა ლვოვიდან, ივანა მერშინეცი ხარკოვიდან, კატერინა იანტუხი კიევიდან, ნადეჟდა შაბანი ხერსონიდან და ლიდია კნაუბი მარიუპოლიდან. კონკურსზე ყველამ მოიპოვა სხვადასხვა ტიტულები - "მისის ტოპ ევროპა", "მისის დამოუკიდებლობა", "სამყაროს ქალბატონი პირველი ლედი-შთაგონება", "ქალბატონი სოლიდარობა" და "ქალბატონი გამბედაობა".

უკრაინელი კონკურსანტები დელეგაციის ხელმძღვანელთან ერთად

თითოეული მათგანი ყველა ღონეს ხმარობდა, რათა უკრაინაში ომის შესახებ რაც შეიძლება მეტი ეთქვა.

იხილეთ ასევე: