ავტორი:

"მე არ ვემხრობი..." -  ხატია დეკანოიძე "ნაცმოძრაობის" გამოცხადებული ბოიკოტის წინააღმდეგია და ამას მარგინალიზაციისკენ გზად აფასებს

"მე არ ვემხრობი..." -  ხატია დეკანოიძე "ნაცმოძრაობის" გამოცხადებული ბოიკოტის წინააღმდეგია და ამას მარგინალიზაციისკენ გზად აფასებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - გამოუცხადოს პარლამენტს ბოიკოტი, არ ეთანხმება. ამის თაობაზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები. თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ) - ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა - უფრო არ გაუშვებენ მიშას. მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს. რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმის და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის".

შეგახსენებთ, საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმზე გადადის, რაც იმაში გამოიხატება, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ამ ეტაპზე მანდატებს ინარჩუნებს.

იხილეთ ასევე: