ავტორი:

"რაც ის ფაქტი მოხდა, მას შემდეგ ჩემი შვილი გავრცელებულ კადრებში პირველად ვნახე" - რას აცხადებს ბადრი ესებუას მამა

"რაც ის ფაქტი მოხდა, მას შემდეგ ჩემი შვილი გავრცელებულ კადრებში პირველად ვნახე" - რას აცხადებს ბადრი ესებუას მამა

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას მამის, ტარიელ ესებუას განცხადებით, შვილთან კონტაქტი მომხდარი ფაქტის შემდეგ არ ჰქონია.

  • მისი თქმით, ოჯახი, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, მათი ნათესავია. მამისთვის გაურკვეველია, რატომ აირჩია მისმა შვილმა თავშესაფრად ომიანე ჯიქიას სახლი.

"დაკავებულია. თქვენც ძალიან კარგად იცით, სად დააკავეს. მეტი არაფერი ვიცი. ომიანე ჯიქია ჩვენი ნათესავია, მეუღლის ბიძაა, მაგრამ მათ ოჯახთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ხუთი წლის წინ ვიყავი ოჯახში პანაშვიდზე. თუ რატომ აირჩია ბადრიმ ის ოჯახი, არც ეს ვიცი. ბადრისთანაც ამ ხნის განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ მქონია, თუ დამიჯერებთ. მას შემდეგ, რაც ის შემთხვევა მოხდა, ჩემი შვილი არ მინახავს“, - განაცხადა ტარიელ ესებუამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა გამთენიისას, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: