ავტორი:

Google-ის AI ბოტის შეცდომამ კომპანია 100 მილიარდით აზარალა - დასმულ კითხვას, საჩვენებელ ვიდეოში, ბოტმა არასწორად უპასუხა

Google-ის AI ბოტის შეცდომამ კომპანია 100 მილიარდით აზარალა - დასმულ კითხვას, საჩვენებელ ვიდეოში, ბოტმა არასწორად უპასუხა

Google-ს სურს, მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ მოწინავე პოზიცია აქვს ხელოვნური ინტელექტის სფეროში. თუმცა, ჯერჯერობით, ამას ვერ ახერხებს. გამოქვეყნდა კომპანიის ახალი AI ბოტის, Bard-ის შესაძლებლობების საჩვენებლად ვიდეო, თუმცა ვიდეოში ჩანს, რომ ბოტი დასმულ კითხვებს არასწორად პასუხობს.

ამან გარკვეულწილად გავლენა იქონია Google-ის მფლობელ კომპანია Alphabet-ის აქციების ფასზე. ოთხშაბათს მისი აქციები 7%-ით გაუფასურდა, რამაც ფირმის საბაზრო ღირებულება 100 მილიარდი დოლარით აზარალა.

როდესაც Bard-ის სახელით ცნობილი ხელოვნური ინტელექტის მქონე ბოტს ჰკითხებს, რა უნდა ვუთხრათ 9 წლის ბავშვს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის აღმოჩენების შესახებ, მან არასწორი პასუხი გასცა.

ბოტმა უპასუხა, რომ ტელესკოპმა პირველმა გადაიღო მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტების სურათები, როცა, რეალურად, ეს მიღწევა European Very Large Telescope-ს ეკუთვნის (2004 წ.). ეს შეცდომა ასტრონომებმა სწრაფად შენიშნეს:

"რატომ არ გადაამოწმეთ ფაქტის სისწორე, სანამ გააზიარებდით?" - წერს "ტვიტერზე" ნიუკასლის უნივერსიტეტის თანამშრომელი, კრის ჰარისონი.

პარალელურად, კონკურენტი კომპანია, Microsoft-ი თავისივე ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტს, ChatGPT-ის განახლებულ ვერსიას უშვებს. ChatGPT-ის პროგრამა შარშანვე გახდა პოპულარული თავისი შესაძლებლობებით.

Microsoft-ში განაცხადეს, რომ მისი Bing საძიებო სისტემის ახალი ვერსია, რომელიც წლების განმავლობაში ჩამორჩებოდა Google-ს, ახლა ChatGPT-ის ტექნოლოგიის უახლეს ფორმას გამოიყენებს. სკეპტიკოსები კომპანიებს აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, ტექნოლოგიების დაჩქარებაულად განვითარებამ არასწორი შედეგების რისკი გაზარდოსა და პლაგიატის პრობლემა გაამძაფროს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა