ავტორი:

"მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს?!... ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს" - რას წერს პრეზიდენტი სანდრო სულაბერიძეზე

"მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს?!... ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს" - რას წერს პრეზიდენტი სანდრო სულაბერიძეზე

ეროვნულ გალერეასთან, მხატვრის, სანდრო სულაბერიძის მიერ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნახატის ნაცვლად, დატოვებული წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღძრული საქმის გასაპროტესტებლად, სახელოვნებო და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ.

ადგილზე აქციის მონაწილეებმა ე.წ. პულივიზატორით წარწერის გაკეთება სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის"' საკუთარ გვერდზე წერს, რომ აქციასთან დაკავშრებით "ცისფერი გალერეის" ეზოში პოლიციის 20 ავტმობილია მობილიზებული, რაც მისი შეფასებით, "სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს".

"პოლიციის 20 მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში, მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!" - წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ასევე იხილეთ: