ავტორი:

"ვის სურს გახდეს მილიონერი?" - რა კითხვა დაუსვეს ხვიჩა კვარაცხელიაზე შვედური შოუს მონაწილეს, რის შემდეგაც მან 350 000 მოიგო

"ვის სურს გახდეს მილიონერი?" - რა კითხვა დაუსვეს ხვიჩა კვარაცხელიაზე შვედური შოუს მონაწილეს, რის შემდეგაც მან 350 000 მოიგო

შვედურ სატელევიზიო გადაცემაში "ვის სურს გახდეს მილიონერი?" 350 000 შვედური კრონა მოიგო ახალგაზრდამ, რომელმაც ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე დასმულ შეკითხვას სწორად უპასუხა.

"სადაურია იტალიის სერიას ა-ს გუნდის, "ნაპოლის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია"- ეს იყო შეკითხვა.

სავარაუდო პასუხები კი ასეთი იყო: 1. ჩრდილო მაკედონელი 2. ქართველი 3. მოლდოველი 4. ალბანელი

მოთამაშემ დაუფიქრებლად უპასუხა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ქართველია. როდესაც მისი პასუხი გამწვანდა, მან ისიც დაამატა, - კვარაცხელიას მარადონას ადარებენო.