ავტორი:

"25 ათასი მოჰქონდა მანქანით, გზაში ის ქალი დახვდა, თავი გაუჩეჩქვა, ორმოში ჩააგდო და მისი ჩანთა გაიტაცა" - ხობში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"25 ათასი მოჰქონდა მანქანით, გზაში ის ქალი დახვდა, თავი გაუჩეჩქვა, ორმოში ჩააგდო და მისი ჩანთა გაიტაცა" - ხობში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხამისკურთან მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალ დეტალები ხდება ცნობილი. "ტვ პირველის" ცნობით, 49 წლის ხათუნა ლაზარია სიკვდილისთვის 25 000 ლარის გამო გაიმეტეს.

  • მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ ბიზნესმენი, რომელმაც მეგობარს საკუთარ მანქანაში თავში ქვა ჩაარტყა, სავარაუდოდ, ფულს ედავებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხობის ტყეში ლაზარიაც და ზ.უ-ც მარტო იმყოფებოდნენ, სასიკვდილო დაზიანებების მიყენების შემდეგ კი ზ.უ-მ ხათუნა ლაზარია მანქანიდან გადმოაგდო, თხრილში ჩააგდო და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

"ფიცრებს აბარებდა-ხოლმე, 25 ათასი ლარი მოჰქონდა, თავისი მანქანით მოდიოდა, გზაში ის ქალი დახვდა, თავი გაუჩეჩქვა, ორმოში ჩააგდო და ამისი ჩანთა გაიტაცაო... ტყეში დაიჭირეს" - აღნიშნავენ მოკლული ქალის ახლობლები.

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულს, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ზ.უ. ბიზნესმენია. 31 წლის ქალი 2020 წელს დაფუძნებული ორი კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელია.

როგორც Ambebi.ge-ს ხამისკურის მაცხოვრებელი უყვება, არც გარდაცვლილი და არც მკვლელი ადგილობრივი არაა. მისი თქმით, მოკლული ქალის ცხედარი სოფლის მაცხოვრებელმა კაცმა მეორეხარისხოვან გზაზე, ტყესთან ახლოს იპოვა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.