დიმიტრი შაშკინმა 173-ე სკოლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე დატოვა

დიმიტრი შაშკინმა 173-ე სკოლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე დატოვა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა 173-ე საჯარო სკოლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე დატოვა.

მოსწავლეების, ძირითადად იძახდნენ - "მზია, მზია!" მზია გიორგობიანი, მათი სკოლის ყოფილი დირექტორი, მოსწავლეთა თქმით, მას შემდეგ გათავისუფლდა სამსახურიდან, რაც 173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მე-12 კლასელების საპროტესტო აქციაში.

სკოლიდან გამოსულ მინისტრს სკოლის მოსწავლეები ქუჩაშიც შეძახილებით გაყვნენ.

შაშკინი სკოლის შენობიდან გამოსვლისას რამდენჯერმე შეჩერდა და სცადა, აეხსნა მოსწავლეებისთვის, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება მზია გიორგობიანის მოხსნის შესახებ.

მინისტრის განცხადებით, 173-ე საჯარო სკოლა სიდიდით მეორე სკოლაა მთელს საქართველოში, ამ სკოლაში ამ დრომდე არ იყო მოწესრიგებული გათბობისა და კვების ბლოკის პრობლემები.

მინისტრმა ერთ-ერთ მოსწავლესთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მიზანია ამ სკოლაში გათბობის სისტემა მოწესრიგდეს და გაიმართოს კვების ბლოკის მუშაობა.

სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ გაკვეთილებზე დასწრებას არ აპირებენ, ვიდრე ძველ დირექტორს, მზია გიორგობიანს სკოლაში არ დააბრუნებენ.

სასაწავლო პროცესი 173-ე საჯარო სკოლაში კვლავ შეჩერებულია. მზია გიორგობიანის ნაცვლად სკოლის დირექტორად მანდატური დაინიშნა. მოსწავლეები და მათი მშობლები ამბობენ, რომ ახალ დირექტორს მოსწავლეებთან მინიმალური ურთიერთობაც კი არ აქვს დამყარებული.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"