ავტორი:

ნასკას ხაზები: იდუმალებით მოცული, გიგანტური გეოგლიფები, რომლის ამოხსნას მეცნიერები დღემდე ცდილობენ - მათი დანიშნულებისა და უცხოპლანეტელებთან კავშირის ვერსიები

ნასკას ხაზები: იდუმალებით მოცული, გიგანტური გეოგლიფები, რომლის ამოხსნას მეცნიერები დღემდე ცდილობენ - მათი დანიშნულებისა და უცხოპლანეტელებთან კავშირის ვერსიები

ნასკას ხაზები არის გიგანტური გეოგლიფების კოლექცია, რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმადან სამხრეთით, დაახლოებით, 400 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სამხრეთ ამერიკაში ნასკას უძველესი კულტურის მიერ შექმნილი და სხვადასხვა მცენარეების, ცხოველებისა და სხვა ფორმების დანახვა მხოლოდ ციდან დათვალიერების შემთხვევაშია შესაძლებელი, ამიტომაც მისი აღმოჩენა მხოლოდ მე-20 საუკუნეში, ავიაციის განვითარების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ეს ხაზები პირველად თვითმფრინავის ილუმინატორიდან დაინახეს. მათი მასშტაბები მართლაც გამაოგენებლი იყო. მაშინ თითქმის არაფერი იყო ცნობილი იმ ხალხის შესახებ, რომლებიც ამ ხაზების შექმნის დროს ცხოვრობდა.

80 წელზე მეტი ხნის შესწავლის მიუხედავად, გეოგლიფები, რომლებიც 1994 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს, მკვლევარებისთვის ჯერ კიდევ საიდუმლოს წარმოადგენს.

  • რა არის ნასკას ხაზები?

ნასკას ხაზების სამი ძირითადი ტიპი არსებობს: სწორი ხაზები, გეომეტრიული დიზაინი და ფერწერული გამოსახულებები.

სანაპირო დაბლობზე 800-ზე მეტი სწორი ხაზია, რომელთაგან ზოგიერთი 48 კმ სიგრძისაა. გარდა ამისა, არსებობს 300-ზე მეტი გეომეტრიული დიზაინი, რომელიც ისეთ ძირითად ფორმებს მოიცავს, როგორიცაა სამკუთხედები, ოთხკუთხედები და ტრაპეცია, ასევე სპირალები, ისრები, ზიგზაგები და ტალღოვანი ხაზები.

ნასკას ხაზები ყველაზე ცნობილია, დაახლოებით, 70 ცხოველისა და მცენარის გამოსახულებებით, რომელთაგან ზოგიერთის სიგრძე 370 მეტრს აღწევს. მაგალითებია ობობა, კოლიბრი, კაქტუსი, მაიმუნი, ვეშაპი, ლამა, იხვი, ყვავილი, ხე, ხვლიკი და ძაღლი.

2011 წელს იაპონურმა ჯგუფმა აღმოაჩინა ახალი გეოგლიფი, რომელიც, როგორც ჩანს, თავის კვეთის სცენას წარმოადგენს. ის 4,2 მეტრი სიგრძისა და 3,1 მეტრი სიგანისაა, ანუ ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ნასკას სხვა ფიგურები და ადვილად არ ჩანს ზემოდან.

2016 წელს, იმავე გუნდმა იპოვა კიდევ ერთი გეოგლიფი: ის 30 მეტრი სიგრძისაა და წარმოადგენს მითიურ არსებას, რომელსაც აქვს ბევრი ფეხი და ლაქები სხეულზე.

  • როგორ იქმნებოდა ნასკას ხაზები?

ანთროპოლოგები მიიჩნევენ, რომ ნასკას კულტურა - კოლუმბამდელი ცივილიზაციაა პერუში. გავრცელებული იყო თანამედროვე პერუს სამხრეთ სანაპიროზე ძვ. წ. II - ახ. წ. VI სს–ში. მთავარი ქალაქი იყო კაუაჩი. ჩავინისა და პარაკასის კულტურებმა, რომლებიც ნასკას ერთგვარ "ნინაპრებად“ მიიჩნევა, შესაძლოა, ზოგიერთი გეოგლიფი შექმნეს.

ნასკას ხაზები განლაგებულია მდინარე რიო გრანდე დე ნასკას აუზის დაბლობებში, რომელიც მოიცავს 75 000 ჰექტარზე მეტ ფართობს და ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილია დედამიწაზე.

ხაზების უმეტესობა ჩამოყალიბებულია მიწაზე ზედაპირული თხრილით, რომლის სიღრმე 10-დან 15 სმ-მდეა. ასეთი თხრილები დიზაინის ნაწილისთვის მოწითალო-ყავისფერი, რკინის ოქსიდით დაფარული კენჭების ამოღებით გაკეთდა, რომლებიც ნასკას უდაბნოს ზედაპირს ფარავს. როდესაც ეს ქვიშა ამოღებულია, თხრილის ფსკერზე გამოფენილი ღია ფერის თიხის მიწა მკვეთრად ეწინააღმდეგება ფერს და ტონს მიმდებარე მიწის ზედაპირთან, წარმოქმნის თვალსაჩინო ხაზებს. ეს ქვეფენა შეიცავს დიდი რაოდენობით კირს. დილის ნისლის ტენიანობით, იგი მკვრივდება და ქმნის დამცავ ფენას, რომელიც იცავს ხაზებს ქარისგან, რითაც ხელს უშლის ეროზიას. სწორედ ამიტომ გეოგლიფები საუკუნეების განმავლობაში ძირითადად დაუზიანებელი დარჩა.

  • ნასკას ხაზების დანიშნულება და უცხოპლანეტელები

ტორიბიო მეხია ქსესპე, პერუელი არქეოლოგი, ერთ-ერთი პირველია, ვინც 1926 წელს ხაზების სისტემური შესწავლა დაიწყო, მაგრამ გეოგლიფებმა ფართო ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ მიიპყრო, როდესაც 1930-იან წლებში ადამიანებმა მის ზემოთ გადაფრენა დაიწყეს.

1930-იანი წლების ბოლოს და 1940-იანი წლების დასაწყისში ამერიკელმა ისტორიკოსმა პოლ კოსოკმა შეისწავლა გეოგლიფები მიწიდან და ჰაერიდან. მალევე მან დაასკვნა, რომ გეოგლიფებს ჰქონდათ ასტრონომიასთან დაკავშირებული დანიშნულება.

მალევე, მარია რაიხმა, გერმანელმა არქეოლოგმა ასევე დაასკვნა, რომ დიზაინს ასტრონომიული და კალენდრის დანიშნულება ჰქონდა. მას სჯეროდა, რომ ზოგიერთი ცხოველური გეოგლიფი ცაში ვარსკვლავების ჯგუფებს წარმოადგენდა.

თუმცა, 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში, სხვა მკვლევარებმა, მათ შორის ამერიკელმა ასტრონომმა ჯერალდ ჰოკინსმა, შეისწავლეს ნასკას ხაზები და არ დაეთანხმნენ გეოგლიფების ასტრონომიულ ახსნას.

თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად შევხვდებით ვარაუდს, რომ ნასკას ნახაზები უცხოპლანეტელების მიერაა შექმნილი და ისინი მათ ხომალდების ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებად იყენებდნენ. მაგრამ ამ ვარაუდის საწინააღმდეგოდ, აუხსნელი რჩება ის ფაქტი, რომ თუკი უცხოპლანეტელებს ვარსკვლავთშორის სივრცეებში სინათლის წლების გამოფრენა ძალუძთ, რაში სჭირდებოდათ დახაზული ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკები.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნასკას ხაზების დანიშნულება დაკავშირებული იყო წყალთან, რაც პერუს მშრალ მიწებზე ფუფუნებას წარმოადგენდა. მიიჩნევენ, რომ გეოგლიფები არ გამოიყენებოდა, როგორც სარწყავი სისტემა ან გზამკვლევი წყლის საპოვნელად, არამედ როგორც ღმერთების რიტუალის ნაწილი - წვიმის მოყვანის შესახებ.

ზოგიერთი მეცნიერი ამ თეორიის მტკიცებულებად მიუთითებს ცხოველთა გამოსახულებებს, რომელთაგან ზოგიერთი წვიმის, წყლის ან ნაყოფიერების სიმბოლოა და სხვადასხვა დროს პერუს სხვა უძველეს ადგილებსა და ჭურჭელზე არის აღმოჩენილი.

მსოფლიოს სხვა რელიქვიებისგან განსხვავებით, ნასკას ხაზები დიდწილად დაცულია უნებლიე განადგურებისგან, მათი მდებარეობის წყალობით. მაგრამ გეოგლიფები ბოლო წლებში რამდენჯერმე მაინც დაზიანდა:

  • 2009 წელს ძლიერმა წვიმამ ნასკას ხაზებს გარკვეულწილად მიმართულება შეუცვალა.
  • ხუთი წლის შემდეგ გარემოსდაცვითმა ჯგუფმა Greenpeace- მა მედიატურის დროს კოლიბრის გეოგლიფის მახლობლად ტერიტორია დააზიანა. აქტივისტებმა ქანების ზედა ფენა დაარღვიეს.
  • 2018 წელს კი კომერციული სატვირთო მანქანის მძღოლი დააკავეს მას შემდეგ, რაც ის ნასკას ხაზების ნაწილზე გადავიდა და ღრმა ნაწიბურები დატოვა. სატვირთო მანქანის მძღოლის მიერ მიყენებულმა ზარალმა, ობიექტებზე მეტი უსაფრთხოებისა და მეთვალყურეობის აუცილებლობა განაპირობა.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი