ავტორი:

"ბიძინას პირადად დავურეკე და მივულოცე, საქართველოში არიან... მითხრა, რომ..."  რას ჰყვება ივანიშვილის ოჯახის ახლობელი?

"ბიძინას პირადად დავურეკე და მივულოცე, საქართველოში არიან... მითხრა, რომ..."  რას ჰყვება ივანიშვილის ოჯახის ახლობელი?

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დღეს იუბილარია, ის 67 წლის გახდა. იუბილარი მთელი დღის განმავლობაში ყოფილი თანაგუნდელებისგან, ასევე ცნობილი სახეებისგან მილოცვებს სოციალური ქსელით იღებს...

საყოველთაოდ ცნობილია ბიძინა ივანიშვილთან ახლო მეგობრობა ნიკუშა შენგელაიასი და მისი მეუღლის - ეკა ჭიჭინაძის... ეკა ჭიჭინაძემ მილოცვა სოციალურ ქსელში ივანიშვილთან გადაღებული, სამახსოვრო ფოტოთი გამოაქვეყნა...

ეკა ჭიჭინაძე ამბობს, რომ ექსპრემიერს იუბილე პირადადაც მიულოცა:

- ბიძინას მივწერე მილოცვა და მის მიმართ მადლიერებას ყოველთვის ხმამაღლა გამოვხატავ, რადგან ქვეყანა დიდ უბედურებას გადაარჩინა! ადრე უფრო ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, ამ ბოლო დროს ვეღარსად ვხვდებით... მისალოც ტექსტშიც ეგ ვუთხარი, რომ საქართველოს გადამრჩენელია. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემი ქვეყნისთვის გააკეთეთ-მეთქი... მადლობებიც მივიღე, გაიხარეთ, კარგად ვიყოთ თქვენთან ერთადო...

- საქართველოში არიან?

- დიახ, აქ არიან და ბიძინა სულ საქართველოში იქნება, მას არსად წასვლა არ უნდა, თავის ქვეყანა იმდენად უყვარს, გიჟდება!

- ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ახსენებენ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციებს...

- ვერ გეტყვით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ ვიცოდე... უბრალოდ ვიცი, რომ ბიძინას წაგებული დავა არ არსებობს! წაგებულ თამაშში არ შედის და როგორც ყოველთვის, ეს ყველაფერიც ძალიან კარგად დამთავრდება! ამაზე არც თვითონ ნერვიულობს და არც ჩვენ... მთავარია, რომ ჯანმრთელად იყოს და იქნება კიდეც!

ნახეთ: