"რუსებო! რუსებო“! - რა ხდება "ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მივიდნენ?

"რუსებო! რუსებო“! - რა ხდება "ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მივიდნენ?

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს.

როგორც აქციის მონაწილემ, გიორგი მუმლაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ისინი საკუთარ მოთხოვნებს "ქართული ოცნების" ოფისთანაც გააჟღერებდნენ, სადაც უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული.

აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებენ: "თავისუფლება მიშას! მიშა! მიშა!“, ხოლო "ქართული ოცნების“ ოფისთან სკანდირებენ: "რუსებო! რუსებო“!

ამასთან, აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით: "თავისუფლება მიშას“!

იხილეთ ასევე: