ავტორი:

"ბაიდენს ძალიან კარგად ვიცნობ და ხომ ვთქვი, ჩავა-თქო - არასოდეს დამავიწყდება, "კოპალას" აივანზე რომ ვსადილობდით" - რას წერს სააკაშვილი?

"ბაიდენს ძალიან კარგად ვიცნობ და ხომ ვთქვი, ჩავა-თქო - არასოდეს დამავიწყდება, "კოპალას" აივანზე რომ ვსადილობდით" - რას წერს სააკაშვილი?

არასოდეს დამავიწყდება „კოპალას“ აივანზე რომ ვსადილობდით, თავზე რუსი ბომბდამშენი დაფრინავდა და [ბაიდენს] წარბი არ შეუხრია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კიევში ჩასვლას ეხმაურება.

სააკაშვილი ამბობს, რომ ბაიდენს კარგად იცნობს და იცოდა, რომ კიევში ჩავიდოდა.

"რუსები ბირთვულ მანევრებს აწყობენ, რათა ბაიდენი არ ჩავიდეს კიევში, მაგრამ მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და ხომ ვთქვი 1 კვირის წინ, ჩავა-თქო. არასოდეს დამავიწყდება „კოპალას“ აივანზე რომ ვსადილობდით, თავზე რუსი ბომბდამშენი დაფრინავდა და წარბი არ შეუხრია“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი კიევში დღეს ჩავიდა. მან უკრაინის დედაქალაქში ხუთ საათზე მეტი გაატარა, ის მარიინსკის სასახლეში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს პატივი მიაგო და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა. ბაიდენმა, ვიზიტის დროს, უკრაინისთვის დახმარების ახალი, 500 მილიონი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. ბაიდენმა კიევი უკვე დატოვა.

ნახეთ ასევე: