ავტორი:

არანაირი ტელეფონი, 10 საათი მატარებელში და საიდუმლოს გაუთქმელობის ფიცი - ბაიდენის გზა ვაშინგტონიდან კიევამდე: როგორ დაიგეგმა ვიზიტი და ვინ ახლდა პრეზიდენტს (ფოტოები)

არანაირი ტელეფონი, 10 საათი მატარებელში და საიდუმლოს გაუთქმელობის ფიცი - ბაიდენის გზა ვაშინგტონიდან კიევამდე: როგორ დაიგეგმა ვიზიტი და ვინ ახლდა პრეზიდენტს (ფოტოები)

20 თებერვლის შუადღისას, უკრაინაში, კიევის ცენტრში, საჰაერო განგაშის სირენების გამყინავი ხმის აკომპანიმენტით, ორი ქვეყნის, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები მშვიდად მიაბიჯებდნენ.

  • ჯო ბაიდენის სტუმრობა ერთწლიან ომში მყოფ უკრაინის დედაქალაქ კიევში, რომელიც თითქმის ყოველ კვირა იბომბება რუსეთის მიერ, მართლაც რომ ერთგვარი პირადი გმირობაა აშშ-ის 80 წლის 46-ე პრეზიდენტის მხრიდან...

თუმცა ამერიკის სპეცსამსახურებმა ნამდვილი ზესაიდუმლო ოპერაცია დაგეგმეს იმისთვის, რომ პრეზიდენტ ბაიდენის კიევში სტუმრობის შესახებ ნაადრევად არავის გაეგო. ჯერ იყო და ვრცელდებოდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ 21 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით ეწვეოდა პოლონეთს, თუმცა მეზობელ უკრაინაში არავითარ შემთხვევაში არ გადაფრინდებოდა, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებიდან გამომდინარე...(ამონარიდი ირაკლი ალადაშვილის ბლოგიდან. წაიკითხეთ სრულად: kvirispalitra.ge).

  • არანაირი ტელეფონი

მედიისთვის ოფიციალურად ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ორდღიანი ვიზიტით პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიემგზავრებოდა. გეგმის მიხედვით, ის 20 თებერვალს საღამოს უნდა გაფრენილიყო აშშ-დან.

თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს, ჟურნალისტებმა არაერთხელ დასვეს კითხვა, ხომ არ იყო დაგეგმილი პოლონეთში, ან მის ფარგლებს გარეთ შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან, თუმცა პასუხი ყოველთვის უარყოფითი იყო და თეთრ სახლში აცხადებდნენ, რომ ზელენსკისთან შეხვედრა არ იყო დაგეგმილი.

ჯო ბაიდენი კიევში

მედიისთვის დღეს უკვე ცნობილია, რომ გადაწყვეტილება კიევში გამგზავრების შესახებ თეთრ სახლში გასულ პარასკევს მიიღეს. თუმცა ბაიდენის ვიზიტი იგეგმებოდა თვეების განმავლობაში პრეზიდენტების რამდენიმე მთავარი თანაშემწის მიერ.

კვირას, ჯო ბაიდენის ოფიციალურ განრიგში, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებდა, ნაჩვენები იყო, რომ პრეზიდენტი გაფრინდებოდა ვარშავაში ორშაბათს საღამოს, თუმცა რეალურად, მისი Air Force One კვირას, დილით 04:15 საათზე აფრინდა.

  • ვინ იყო ბორტზე?

ბორტზე იყო მცირე შემადგენლობა. ამერიკის შეერთებული შტატების უახლოესი თანაშემწეები, სამედიცინო და უსაფრთხოების სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი.

პრეზიდენტთან ერთად გამგზავრების უფლება მხოლოდ ორ ჟურნალისტს მიეცა. მათ დაადებინეს საიდუმლოს გაუთქმელობის შესახებ ფიცი და ჩამოართვეს ტელეფონები.

აშშ-ის პრეზიდენტი მატარებლის დერეფანში

ჟურნალისტებს არ მიეცათ საშუალება საზოგადოებისთვის ეცნობებინათ პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ მანამ, სანამ ბაიდენი კიევში არ ჩავიდოდა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ამ მოგზაურობის შესახებ რუსეთს ეცნობა ბაიდენის გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე.

  • 10 საათი მატარებელში

პრეზიდენტი ბაიდენი ჯერ პოლონეთში ჩავიდა, საიდანაც ის მატარებელში საიდუმლოდ ჩასვეს და კიევის მიმართულებით გაემგზავრა.

ბაიდენმა მატარებლის კუპეში 10 საათი გაატარა

მატარებილის ვაგონში აშშ-ის პრეზიდენტმა 10 საათი გაატარა. როგორც BBC წერს, მას შეეძლო უკრაინის სხვა ადგილებში ჩასულიყო, სადაც უფრო მარტივი იქნებოდა მისვლა, მაგრამ მისი სურვილი იყო, რომ ეს სიმბოლური ვიზიტი კიევში შემდგარიყო.