ავტორი:

ვლადიმერ პუტინი ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე და წმინდა წერილზე - რუსეთის პრეზიდენტის ბრალდებები დასავლეთს

ვლადიმერ პუტინი ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე და წმინდა წერილზე - რუსეთის პრეზიდენტის ბრალდებები დასავლეთს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის გამოსვლაში ლგბტ თემის უფლებების შესახებ ისაუბრა. მან ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განაცხადა, რომ დასავლეთში "პედოფილიასაც კი ისე უყურებენ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას."

მისი თქმით, დასავლეთი აღიარებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. "ამბობენ, კარგია, ისინი ზრდასრულები არიან. მათ აქვთ უფლება, იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით. ჩვენ ყოველთვის ძალიან ტოლერანტული ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთში", - აღნიშნა მან.

რთული სათქმელია, ახსენდება თუ არა ღმერთი და რელიგია რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში უდანაშაულო ადამიანების დაბომბვის დროს, თუმცა ლგბტ თემის უფლებებზე საუბრისას მან წმინდა წერილი მოიშველია და თქვა, რომ "წმინდა წერილის მიხედვით, ქორწინება არის ქალსა და კაცს შორის."

პუტინის თქმით, წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ქორწინება არის კაცსა და ქალს შორის.