ავტორი:

"კვარაცხელია არ იყიდება" - "ნაპოლის" დირექტორი

"კვარაცხელია არ იყიდება" - "ნაპოლის" დირექტორი

იტალიური საფხბურთო კლუბის, "ნაპოლის" დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და აბობს, რომ ამ დროისთვის კვარაცხელია არ იყიდება.

ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

"ნაპოლის დირექტორი კვარაცხელიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე: "ხვიჩა ფანტასტიკური ფეხბურთელია და მისი შენარჩუნება გვსურს.

მისი გაყიდვის კონკრეტული ფასის ხსენებაც კი არ არის. ამ მომენტისთვის კვარაცხელია არ იყიდება", - ამბობს "ნაპოლის" დირექტორი.

ცნობისთვის, როგორც სხვადასხვა სპორტული გამოცემები წერენ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენს. მათ შორის არიან მადრიდის რეალი და მანჩესტერ სიტი.

იხილეთ ასევე: