ავტორი:

თეა წულუკიანის უწყებამ, ეროვნული მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელთან დავა სააპელაციო სასამართლოშიც წააგო

თეა წულუკიანის უწყებამ, ეროვნული მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელთან დავა სააპელაციო სასამართლოშიც წააგო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული დინარა ვაჩნაძის საქმეზე. ამის შესახებ ინფორმაციას "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ავრცელებს. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის ინტერესებს სასამართლოში.

საქმე შეეხება მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დინარა ვაჩნაძის სარჩელი და კულტურის სამინისტროს მოსარჩელესთვის კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრა.

ცნობისთვის, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, კულტურის სექტორის 100-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა.

ასევე იხილეთ: