ავტორი:

როგორია გორში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაჭრილის მდგომარეობა?

როგორია გორში  შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაჭრილის მდგომარეობა?

გორში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაჭრილი პირის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა იგორ გეორგიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პაციენტს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და საოპერაციო ბლოკში გადაიყვანეს.

„სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოყვანილ იქნა 2 მამაკაცი მრავლობითი ცეცხლსასროლი დაზიანებებით, სავარაუდოდ. აქედან, ერთი იყო გარდაცვლილი და მეორე კრიტიკულ მდგომარეობაში. ჩაუტარდა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში. გრძელდება ოპერაციული მკურნალობა, დანარჩენს გვაჩვენებს შედეგები. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა კრიტიკულია“, - განაცხადა იგორ გეორგიანმა.

ცნობისთვის, გორში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით.