ლეგენდარული De Tomaso ბრუნდება

ლეგენდარული De Tomaso ბრუნდება

იტალიური კომპანია De Tomaso Automobili SpA, რომელიც De Tomaso-ს ბრენდით ავტომობილების წარმოებით იყო ცნობილი, კომპანია Fiat-ის კუთვნილ, სიცილიაში მოქმედ ერთ-ერთ ქარხანას ყიდულობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა პაოლო რომანიმ განუცხადა. 

მანვე დაადასტურა, რომ პროექტს იტალიის მთავრობა უჭერს მხარს. სიცილიაში მოქმედი Imerese-ს ქარხნის დახურვას Fiat-ი 2011 წელს აპირებდა. ამ საწარმოში 1400 ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული, თუმცა მათ უმუშევრობა უკვე აღარ ემუქრებათ, ვინაიდან De Tomaso Automobili-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ქარხნის პროფილის შეცვლასა და იქ მომუშავე ადამიანების დათხოვნას არ აპირებს.

ცნობისათვის De Tomaso-ს ავტომობილების წარმოება 2003 წელს მას შემდეგ შეწყდა, რაც კომპანიის დამფუძნებელი, ალეხანდრო დე ტომასო გარდაიცვალა. მიმდინარე წელს კი კომპანია Fiat-ის ყოფილმა ტოპ-მენეჯერმა ჯანმარიო როსინოლომ ამ ბრენდის ავტომობილების წარმოებაზე უფლება 2 მლნ ევროდ შეიძინა.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)