Biome: "მერსედესის" ახალი კონცეპტი

Biome: "მერსედესის" ახალი კონცეპტი

კომპანიამ Mercedes-Benz უჩვეულო კონცეპტქარი Biome წარმოადგინა. ეს სპორტული ავტომობილი უნაკერო ფუტურისტული ძარას კონსტრუქციითა და სალონში მგზავრებისთვის განკუთვნილი სავარძლების არასტანდარტული განლაგებით გამოირჩევა.

როგორც გამოცემა Autovolution წერს, Biome-ს დიზანერია ჰუბერტ ლი, რომელმაც  სპორტ-სედანის CLS-ისა და Concept F800-ის დიზაინის შექმნით გაითქვა სახელი. ახალი კონცეპტი გარეგნულად სუპერქარს გავს. ის მსუბუქია და ოთხ ადამიანზეა გათვლილი. ავტომობილის სალონის წინა ნაწილში, ცენტრალურ ადგილას, დამონტაჟებულია მძღოლის სავარძელი, ხოლო უკან მსხდომი მგზავრებისთვის სამი სავარძელია გათვალისწინებული. 

ცნობისათვის კონცეპტი Biome სულ რაღაც 394 კგ-ს იწონის. როგორც კომპანიის პრეს-რელიზშია ნათქვამი, ავტომობილის წონის შემცირება ზემსუბუქი მასალის - ორგანული ბოჭკოების - გამოყენებით გახდა შესაძლებელი. ეს კონცეპტი მოქმედებაში მოჰყავს ელექტრო ძრავსა და ელემენეტ-აკუმულატორებს, რომლებიც მზის სხივებით იმუხტება.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)