ავტორი:

ლევან ხაბეიშვილმა პოლიციელებს "პუტინისტები" უწოდა - "ეს არის მკვეთრად გამოხატული რუსული რეჟიმი"

ლევან ხაბეიშვილმა პოლიციელებს "პუტინისტები" უწოდა - "ეს არის მკვეთრად გამოხატული რუსული რეჟიმი"

პუტინისტები აკავებენ, მშვიდობიან მანიფესტანტებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან განაცხადა.

მან პოლიციელებს, რომლებმაც აქციის მონაწილეები დააკავეს "პუტინისტებო" მიმართა.

"პუტინისტები აკავებენ, მშვიდობიან მანიფესტანტებს. პუტინის კანონს იღებთ, არ გრცხვენიათ? ეს არის მკვეთრად გამოხატული რუსული რეჟიმი. ეს არის "ქართული ოცნების“ დასასრული დასაწყისი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა შემოხლაა.

აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ნახეთ ასევე: