ავტორი:

სამეფო ოჯახის გარშემო სკანდალი გრძელდება: მეფე ჩარლზი მეგანსა და ჰარის დედოფალ ელისაბედის ნაჩუქარი რეზიდენციიდან აძევებს

სამეფო ოჯახის გარშემო სკანდალი გრძელდება: მეფე ჩარლზი მეგანსა და ჰარის დედოფალ ელისაბედის ნაჩუქარი რეზიდენციიდან აძევებს

"სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას დიდ ბრიტანეთში მათი ოფიციალური რეზიდენციის, ფროგმორის კოტეჯის დატოვება მოსთხოვეს" - ამის შესახებ წყვილის სპიკერი CNN-თან საუბარში აცხადებს. თავად ბუკინგემის სასახლე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

გავრცელებული ხმების თანახმად, მას შემდეგ, რაც წყვილმა კოტეჯი დატოვა, საცხოვრებელი ადგილი პრინც ენდრიუს, მეფე ჩარლზის ერთ-ერთ ძმას შესთავაზეს.

პრინცი ჰარი და მეგანი ახლა შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ, თუმცა მე-19 საუკუნის ქონება მათი ინგლისის რეზიდენციად ითვლებოდა და მას დიდ ბრიტანეთში ჩასვლისას სტუმრობდნენ.

უინძორის მამულის კუთხეში მდებარე კოტეჯი წყვილს დედოფალმა ელისაბედმა აჩუქა. მეგანმა და ჰარიმ სახლი 2019 წელს განაახლეს, თუმცა რემონტი კამათის საგნად იქცა. მალევე გაირკვა, რომ სახლის რემონტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ბრიტანელი ხალხის მიერ დაფარული გადასახადების თანხით დაფინანსდა. ფროგმორის კოტეჯის რემონტი წყვილს დაახლოებით 3 მილიონი დოლარი დაუჯდა. უარყოფითი რეაქციების გამო, წყვილი იძულებული გახდა, ბიუჯეტიდან აღებული თანხა უკან დაებრუნებინა.

ბრიტანული გამომცემლობის ცნობით, წყვილს კოტეჯის დატოვება იანვარში მოსთხოვეს, ჰარის მემუარების, "Spare"-ის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

ნახეთ ასევე: