ავტორი:

"გამოგვაკლდა ღიმილის ბიჭი" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ჩაქვში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

"გამოგვაკლდა ღიმილის ბიჭი" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ჩაქვში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, დაშავებული ბათუმში კლინიკა “მედცენტრშია” გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. გარდაცვლილი ქედელი ახალგაზრდა დათო კაკაბაძეა. "გამოგვაკლდა ღიმილის ბიჭი" - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ჩაქვში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, იგი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.

"წვიმიანი ამინდი იყო, დავინახეთ, რომ მსუბუქი ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა, უცებ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა ჯებირს შეეჯახა. სასწრაფოდ მოქალაქეები მივუახლოვდით მანქანას. ერთ-ერთ ბიჭს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, პულსი არ ესინჯებოდა. ეგრევე მივხვდით რომ გარდაცვლილი იყო. მეორე თანხმლები ბიჭი უგონო მდგომარეობაში იყო. დავურეკეთ სასწრაფო დახმარებას და გადაიყვანეს კლინიკაში, ორივე ახალგაზრდები იყვნენ, 20 წლამდე იქნებოდნენ" - განაცხადა თვითმხილველმა.

ნახეთ ასევე: