ავტორი:

პოლიციამ პარლამენტთან წყლის ჭავლი გამოიყენა

პოლიციამ პარლამენტთან წყლის ჭავლი გამოიყენა

პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე წყლის ჭავლი გამოიყენეს. მანამდე მათ ადგილზე შეკრებილებს გაფრთხილება მისცეს. მანამდე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ადგილზე განთავსებულია სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც პარლამენტის იმ შესასვლელის მოქალაქეებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საიდანაც პარლამენტი დეპუტატებმა უნდა დატოვონ.

ტერიტორიაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „რუსებო“, მონებო“.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: