ავტორი:

მძიმე ღამის ქრონიკა: რა ხდებოდა წუხელ რუსთაველის გამზირზე - ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, ამობრუნებული ავტომობილები, დაშავებული მომიტინგეები (ფოტოები)

მძიმე ღამის ქრონიკა: რა ხდებოდა წუხელ რუსთაველის გამზირზე - ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, ამობრუნებული ავტომობილები, დაშავებული მომიტინგეები (ფოტოები)

რუსთაველის გამზირზე ვითარება თითქმის მთელი ღამის განმავლობაში დაძაბული იყო. ადგილზე საპროტესტო აქცია დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო. 21:00 საათზე "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ მთავრობას ერთ საათს აძლევდა ორი მოთხოვნის შესასრულებლად: ე.წ. აგენტების კანონპროექტების უკან გაწვევა და 7 მარტს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. 22:00 საათზე ვაშაძემ მომიტინგეებს მოუწოდა, მშვიდობიანი ფორმით პარლამენტის შენობის პიკეტირება მოეხდინათ.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან არსებული რკინის ჯებირები გაარღვიეს, რა დროს სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.

მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო, მომიტინგეთა ნაწილმა მეტრო "რუსთაველისკენ" გადაინაცვლა. დემონსტრანტებმა ადგილზე ნაგვის ურნებისგან ბარიკადები აღმართეს. ადგილზე იწვოდა ნაგვის ურნები და სხვადასხვა ნივთი. პარალელურად, მიმდინარეობდა მოქალაქეების დაკავება. მანიფესტანტების ნაწილი თავს ქაშუეთის ტაძარს აფარებს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, სპეცრაზზმა ცრემლსადენი გაზი ქაშუეთის ტაძრის ტერიტორიაზეც გაუშვა.

ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა. აღდგა საავტომობილო მოძრაობაც. შენობის უკანა შესასვლელთან სპეცრაზმი ისევ რჩება. ადგილზე სამი ავტობუსი დგას.

ნახეთ ასევე:

ფოტოები: გიორგი ჟამერაშვილი, ინტერპრესნიუსი