ავტორი:

"ისინი სირენების ხმაზე ცეკვავენ, მაგარი ახალგაზრდა თაობა" - პრეზიდენტი დემონსტრანტებზე წერს და აქციიდან ვიდეოს აზიარებს

"ისინი სირენების ხმაზე ცეკვავენ, მაგარი ახალგაზრდა თაობა" - პრეზიდენტი დემონსტრანტებზე წერს და აქციიდან ვიდეოს აზიარებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქში" აზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ ცეკვავენ ახალგაზრდები სირენების ხმაზე.

"ისინი სირენების ხმაზე ცეკვავენ, მაგარი ახალგაზრდა თაობა" - წერს ზურაბიშვილი.

ინფორმაციისთვის, თბილისში მოქალაქეები აპროტესტებენ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა მხარი.

8 მარტს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაახმოვანა გადაწყვეტილება პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევის შესახებ.

სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ, წინა დღის მსგავსად, არაერთხელ გამოიყენა. პოლიცია აკავებდა დემონსტრანტებს, თუმცა დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ნახეთ ასევე: