ავტორი:

"გულწრფელად უნდა ვთქვა, ამ ხალხს, საკუთარი ქვეყნის გარდა, ყველა პარტია ფეხებზე ჰკიდია" - ლევან ხაბეიშვილი

"გულწრფელად უნდა ვთქვა, ამ ხალხს, საკუთარი ქვეყნის გარდა, ყველა პარტია ფეხებზე ჰკიდია" - ლევან ხაბეიშვილი

"გულწრფელად უნდა ვთქვა, ამ ხალხს, საკუთარი ქვეყნის გარდა, ყველა პარტია ფეხებზე ჰკიდია", – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან გუშინ გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განაცხადა.

"საქართველოს კონსტიტუცია გუშინ რუსულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად დახია. კონსტიტუციაში რომ გვიწერია "ევროპული მომავლის შესახებ“ და განსაზღვრულია კონსტიტუციით, რუსულმა ოცნებამ დაიკიდა ფეხებზე და საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ ჩვენ გვინდა რუსული, პუტინისტური კანონი. უთხრა, რომ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც ევროკავშირის გზაზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენს გაერთიანებას არათუ საფრთხეს შეუქმნის, არამედ წარმოუდგენელი იქნება ამ დოკუმენტთან ერთად ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამიტომ ყველამ კარგად უნდა გაიგოს, ვინმემ თუ რამე კანონი დაარღვია, მათ შორის კონსტიტუცია, არის რუსული ოცნება, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, 78 გავრილოვი, რომელიც დღეს პარლამენტში ზის "ქართული ოცნების“ სახელით. ბოდიში, გულწრფელად უნდა ვთქვა, ამ ხალხს ყველა პარტია ჰკიდია ფეხებზე, საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს გარდა და უნდათ ევროპული მომავალი. ნებისმიერი პოლიტიკოსის გარეშე გააკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. იცავენ საკუთარ ევროპულ მომავალს და არ უნდათ რუსეთში. პოლიტიკოსები ამ ადამიანების ხელში, უბრალოდ, ინსტრუმენტები ვართ, ამ ადამიანების გადაწყვეტილება უნდა აღვასრულოთ. ეს არის ჩვენი ვალი" - განაცხადა გნ ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, "ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, "უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ კანონპროექტი“.

"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ ასევე: