ავტორი:

"ოთხი წლის წინ ჩვენივე სისხლში გვაბანავა და ახლა მოუნდა ჯენზისთან დგომა... დაგერხევა მალე" - მაკო გომური გახარიაზე

"ოთხი წლის წინ ჩვენივე სისხლში გვაბანავა და ახლა მოუნდა ჯენზისთან დგომა... დაგერხევა მალე" - მაკო გომური გახარიაზე

ე.წ. გავრილოვის ღამეს დარბევის დროს დაშავებული მაკო გომური გიორგი გახარიას აქციაზე გამოჩენის ფაქტს ეხმაურება და ყოფილ შს მინისტრს 4 წლის წინანდელ მოვლენებს ახსენებს:

"აი ამას სადმე ქუჩაში რო დაინახავთ, აფურთხეთ პირში და სულში. არ მიუშვათ, სადაც ხალხი იქნება, სადაც თქვენ იქნებით. ტიპმა ოთხი წლის წინ ჩვენივე სისხლში გვაბანავა და ახლა მოუნდა ჯენზისთან დგომა. დაგერხევა შენც მალე, შე მონა", - წერს გომური.

ცნობისთვის, გიორგი გახარია გუშინდელ აქციაზე გამოჩნდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც გახარიას პრესსამსახურში განაცხადეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქციაზე ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ნახეთ ასევე: