ავტორი:

"სად ნახა რიცხვი 100? მაინტერესებს წყაროს ნახვა, გთხოვთ" - ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებაზე

"სად ნახა რიცხვი 100? მაინტერესებს წყაროს ნახვა, გთხოვთ" - ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებაზე

სად ნახა ირაკლი ღარიბაშვილმა რიცხვი 100? ეს ჩემთვის ახალია. მაინტერესებს წყაროს ნახვა, გთხოვთ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კორუფციულ სკანდალში 100 ევროპარლამენტარია გახვეული.

"საკმაოდ საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმეტესობა სოციალისტების და დემოკრატების ჯგუფიდან არის, რომელიც "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიაა. მაგრამ სად ნახა ირაკლი ღარიბაშვილმა რიცხვი (100)? მან ჩვენზე მეტი იცის. მაინტერესებს წყაროს ნახვა, გთხოვთ“, - წერს ევროპარლამენტარი "ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ "ევროპარლამენტმა ჯობია თავის თავს მიხედოს“.

"100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?! მე ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადებაც მოვისმინე ამ არეულობის დროს, როცა გახურებული იყო დაპირისპირება პოლიციასა და ანარქისტებს შორის, აგრესიულ ბრბოს შორის, რომლებიც "მოლოტოვის კოქტეილებს“ და ქვებს ესროდნენ ჩვენს პოლიციას, მაშინ რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ახლა არის საჭირო რეჟიმის შეცვლა და დამხობა. ეს არის ანტიდემოკრატიული. მე არ ვიცი ვინ რას ადარებდა. მე ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა "იმედის“ ეთერში.

ასევე იხილეთ: