ავტორი:

"ვანო მერაბიშვილი სულელი არ არის, გამოდის, რომ ივანიშვილის მოკავშირეა" - რას წერს სალომე სამადაშვილი?

"ვანო მერაბიშვილი სულელი არ არის, გამოდის, რომ ივანიშვილის მოკავშირეა" - რას წერს სალომე სამადაშვილი?

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი "ფეისბუქში" ვანო მერაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება და წერს:

"ვანო მერაბიშვილი სულელი არ არის, გამოდის, რომ ივანიშვილის მოკავშირეა, მისი განცხადება კი, პროვოკაცია. კარგია, რომ არავის აინტერესებს მისი აზრი".

შეგახსენებთ, მერაბიშვილმა Ukrinform-ის მედიაცენტრში გამართულ დისკუსიაზე "SAVE MISHA” თქვა, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ. მერაბიშვილის თქმით, მთავარი მიზანია, მთავრობის შეცვლა."ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება დაგვიჭერს მხარს, მასობრივი საპროტესტო აქციები დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა საქართველოში, რომ უკრაინა არ იყოს მარტო იმიტომ, რომ ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ”, - განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის თქმით, საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იზეიმონ რუსეთზე გამარჯვება, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება.

მერაბიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ "გაზაფხული და ზაფხული იქნება საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტისთვის“.

იხილეთ ასევე: