ავტორი:

"რამდენიმე პატივსაცემმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მარო მაყაშვილის სტიპენდიის რომელიმე ახალგაზრდაზე მინიჭებით, გმირის სახელი კნინდება" - რას წერს გიორგი კეკელიძე

"რამდენიმე პატივსაცემმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ  მარო მაყაშვილის სტიპენდიის  რომელიმე ახალგაზრდაზე მინიჭებით, გმირის სახელი კნინდება" - რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც იქნება საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის და პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, 7-8 მარტის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო.

გიორგი კეკელიძე წერს, რომ ამ იდეამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. მათი მოსაზრებით, ამ ქმედებით ქართველი გმირის სახელი კნინდება.

"რამდენიმე პატივსაცემმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩვენი ფონდის მიერ მარო მაყაშვილის სტიპენდიის დაწესებით და რომელიმე ახალგაზრდაზე მინიჭებით ქართველი გმირის სახელი კნინდება. კარგი, მოგიყვებით ჯერ გავაკეთეთ ჩვენ მარო მაყაშვილის სახელის "დასაკნინებლად", იმის ხაზგაუსმელად რას აკეთებენ სხვები.

1) ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ კორპუსში გავხსენით მარო მაყაშვილის ბაღი.

2) ფოტოების უმრავლესობა, რომელსაც თქვენ იყენებთ მაროსას, ჩვენი რესტრავრირებული და აღდგენილია.

3) ვაწყობთ საჯარო ლექციებს ქართულ სოფლებში მარო მაყაშვილზე და ქართველ იუნკრებზე.

4) მაროს მამის, კოტე მაყაშვილის ლექსი საკუთარ შვილზე წარვადგინეთ ქართულის სახელმძღვანელოებში შესატანად.

5) ამ სტიპენდიას ვანიჭებთ სხვადასხვა აზრით გამორჩეულ ახალგაზრდებს - იმ ლოგიკით, რომ ვინმემ სრულად უნდა გაიმეოროს მაროს გზა ტრაგიკული აღსასრულით, იმედია არავისთვის მინიჭება არ დაგვჭირდება.

აქამდე დავაარსეთ ანწუხელიძის და დათა პაპას სახელობის სტიპენდიები. მარო მაყაშვილის სტიპენდია კი ორ საქმეს გააკეთებს - ერთი, რომ ახალგაზრდებს წაახალისებს და მეორე - ამ თაობას, რომელთაგანც ზოგიერთმა შეიძლება არც იცის ან ცოტა იცის ქართველ გმირზე, დააფიქრებს ან შეახსენებს მის ღვაწლს. თუ ფონდის სახელია გამაღიზიანებელი - გურული დღიუერები - ამას ვერაფერს მოვუხერხებთ, რეორგანიზაცია რთული საქმეა და თავის დროზე იმიტომაც დაერქვა, რომ გურულები შევიკრიბეთ, ჩემი წიგნებიდან ჰონორარს სრულად აქ ვრიცხავდი და ჩემი ხელფასისაც. ასობით მოსწავლეს და სტუნდენტს გავუმართეთ ხელი. ახლა ერთი შშმ გოგოსთვის გვინდა მაროს სტიპენდიის დანიშვნა, რომელიც უნივერსიტეტში ვერ დადის სოფელ დიციდან, ოკუპაციის გამყოფი ხაზიდან და ეგებ ამ საქმეში დაგვეთანხმოთ და პარალელურად ფილოსოფოურად გვაკრიტიკოთ, ეგ პრობლემა არ არის."- წერს კეკელიძე "ფეისბუქში".

ასევე იხილეთ: