ავტორი:

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბულვარში ბატუტზე 9 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეზე დაკავებული, ედუარდ აბრამიანი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.

გამოძიება, ბრალდებულს “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით ედავება, რაც უსაფრთხოების წესების დაცვას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ მამაკაცს ბატუტის უსაფრთხოება და ექსპლუატაციის წესების დაცვა ეკისრებოდა, თუმცა მან ვერ უზრუნველყო.

ადვოკატი აცხადებს, რომ ექსპერტიზა დაადგენს რა გახდა ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი. თავის მხრივ პროკურორი ამბობს, რომ მტკიცებულებების შედეგად დასტურდება, რომ ბატუტი მიწის ზედაპირზე მყარად არ იყო დამაგრებული.

ცნობისთვის, 12 მარტს ბათუმის ბულვარში ბატუტზე თამაშის დროს 9 და 3 წლის ძმები დაშავდნენ. ძლიერმა ქარმა ბატუტი დააზიანა, რის გამოც 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა.