ავტორი:

"ტორინოს" პირჯვრის გადაწერა არ შველის, ოსიმენის გოლის მერე, "კვარამ" თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და გაიტანა კიდეც - "ნაპოლი" იგებს

"ტორინოს" პირჯვრის გადაწერა არ შველის, ოსიმენის გოლის მერე, "კვარამ" თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და გაიტანა კიდეც - "ნაპოლი" იგებს

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზურის განაღდებისა და მომავალი მეტოქის ("მილანი") გარკვევის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლი" სერია ა - ს 27-ე ტურში ტურინში, "ტორინოს სტუმრობს. მოგეხსენებათ, ნეაპოლელები 18-ქულიანი უპირატესობით უსწრებენ უახლოეს მდევარს და "სკუდეტოს" მოგებას სულ უფრო მეტად უახლოვდებიან.

მატჩი "ნაპოლიმ" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, მინ ჯე, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოსანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

ტრადიციულად "ნაპოლი" პირველივე წუთებიდან უტევდა, უკვე მე-8 წუთზე ზელინსკის საჯარიმოში კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ვიქტორ ოსიმენმა თავური დარტყმით გოლად აქცია,

33-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის ფეხბურთელმა საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რაც ქართველმა "ტორინოს" მეკარეს უშანსოდ დაურტყა და ანგარიში ორამდე გაზარდა.

ამ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე "ტორინოს" მწვრთნელმა ივან იურიჩმა მეტოქე გუნდსა და ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ისაუბრა:

"კვარას" ვერ შეაჩერებ. შეიძლება ორი მეურვე მიუჩინო, მაგრამ მაშინ მარიო რუის და სხვა ნახევარმცველებს თავისუფალ სივრცეს უტოვებ. "კვარას" წინააღმდეგ თამაშისას, უბრალოდ, პირჯვარი უნდა გადაიწერო და იმედი იქონიო, რომ მისი დღე არ იქნება".

შეგახსენებთ, პირველ წრეში საკუთარ სტადიონზე "ნაპოლიმ" "ტორინოს" ანგარიშით: 3:1 სძლია. ჩვენებურმა იმ მატჩშიც გაიტანა ბურთი.

იხილეთ ასევე: